რეიტინგები სოციალურ და ეკონომიკური პრობლემებს ვერ უშველის, - აცხადებს ექსპერტი თორნიკე შარაშენიძე მსოფლიო ბანკის კვლევის შედეგების კომენტირებისას, რომლის მიხედვით საქართველომ ექვს ინდიკატორში მაჩვენებელი გაიუმჯობესა.
„მაღალი მაჩვენებლები წინა მთავრობასაც ქონდა. ცნობილია, ვის დროს დაიწყო რეფორმები, მაგრამ ამან გაჭირვებულ ხალხს არ უშველა. რეიტინგები სოციალურ და ეკონომიკური პრობლემებს ვერ უშველის, იყო და დარჩა პრობლემები“, - განუცხადა „ჯი-ეიჩ-ენს“ თორნიკე შარაშენიძემ.
შარაშენიშის თქმით, რეიტინგებში ადგილების გაუმჯობესება კარგია, მაგრამ ეს არის საქმის ნახევარი.
“ეს, რა თქმა უნდა, კარგია, მაგრამ ეს არის საქმის ნახევარი. როგორც ვნახეთ, წინა მთავრობა ვერ გადაარჩინა მსოფლიო ბანკის მაღალმა მაჩვენებელმა და არც ამ მთავრობას უნდა ჰქონდეს იმედი, რომ ამით მოიგებს არჩევნებს“, - განაცხადა შარაშენიძემ.