პარლამენტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის განცხადებით, დაახლოებით ერთი თვის წინ საკუთარ კაბინეტში "პატრიორტთა ალიანსის" ლიდერს ირმა ინაშვილს შეხვდა.
ჟურნალისტებთან შეხცედრაზე უსუფაშვილმა განმარტა, მათ შორის ძალიან საინტერესო საუბარი შედგა საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებით.
,,განსხვავებული ადამიანები უნდა ცდილობდნენ იყვნენ კონკურენტები და ამ კონკურენციაში წინ წავიდნენ. ჩვენ ვთქვით, რომ ჩვენ ვართ განსხვავებულები და ამ განსხვავებულებას აქვს ის მიზანი, რომ გავიდეთ არჩევნებზე და იქ შევამოწმოთ ხალხის განწყობა", - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.
რაც შეეხება შუალედურ არჩევნებს, იგი დარწმუნებულია, რომ პარლამენტის შუალედურ არჩევნებში, როგორც საგარეჯოში, ისე მარტვილში "ქართული ოცნების" კანდიდატი წარმატებას მიაღწევს.
"მე მგონია, რომ თამარ ხიდაშელი საგარეჯოში აგრძელებს კოალიციის პოლიტიკას, ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკას", - დასძინაუსუფაშვილმა.