"თავისუფალი დემოკრატების” ერთ-ერთი ლიდერი ალექსი პეტრიაშვილი მიიჩნევს, რომ გაეროს 2015 წლის შემდგომი განვითარების სამიტზე საქართველოს პრემიერის მიერ სიმართლე მხოლოდ ნახევრად იყო თქმული.
როგორც ირაკლი ღარიბაშვილის სიტყვით გამოსვლის შეფასებისას პეტრიაშვილმა განაცხადა,ეს იყო გაშვებული შესაძლებლობა, იმისა, რომ ყველაზე ავტორიტეტულ საერთაშორისო ფორუმზე გაეროს გენერალურ ასამბლეაზე, სადაც ათობით მთავრობის მეთაური და საგარეო საქმეთა მინისტრები იკრიბებიან, მიგვეწოდებინა ინფორმაცია ჩვენი ძირითადი პრობლემის - ტერიტორიის ოკუპაციის შესახებ.
,,არ იმუშავებს ნახევარი სიტყვით თქმა და არ დასახელება სიმართლის, როგორც ეს გუშინ გაკეთდა, რომ საქართველო უცხო ძალის მიერ არის ოკუპირებული. ყველაფერს პირდაპირ უნდა დაერქვას სახელი, ისტერიკის და ლანძღვის გარეშე. რუსეთი რომ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების ოკუპაციას ახორციელებს, საყოველთაოდ ცნობილია და პრემიერი თუკი ისაუბრებს, ეს საფრთხის მომტანი არ იქნება", - აღნიშნა ალექსი პეტრიაშვილმა.