წმინდა სამების საკათედრო ტაძარში გიორგობის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით საზეიმო-წირვა ლოცვა მიმდინარეობს.
წირვას საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე აღავლეს.
სამების საკათედრო ტაზარში იმყოფებიან საგანგებოდ გიორგობის დღესასწაულისთვის საფრანგეთიდან ჩამოსული ფრანგი სასულიერო პირებიც.
მოგვიანებით დაგეგმილი საფრანგეთის ეკლესიის წარმომადგენლების ილია მეორესთან შეხვედრა, რის შემდეგაც სტუმრები ქართული ეკლესია-მონასტრების მოილოცავენ.
საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია წმიდა გიორგის ხსენებას ორჯერ აღნიშნავს: 6 მაისს - წმინდანის აღსრულების დღეს და 23 ნოემბერს - მისი ბორბალზე წამების დღეს. ამ უკანასკნელ დღესასწაულს ქართული ეწოდება, რადგან საქართველოდან გავრცელდა სხვა ადგილობრივ ეკლესიებში. გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით საზეიმო წირვა-ლოცვა ქვეყნის ყველა მართლმადიდებლურ ტაძარში ჩატარდება.