საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭრით, 25 სექტემბერს, 20:00 საათზე, სტრასბურგის საკონცერტო დარბაზში (STRASBURG CONVENTION CENTRE), პაატა ბურჭულაძის საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდის ”იავნანას” ორგანიზებით, საქველმოქმედო გალა-კონცერტი გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა მსოფლიოში ცნობილმა ქართველმა სოლისტებმა და საქართველოს სახელმწიფო ეროვნულმა სიმფონიურმა ორკესტრმა მიიღო; ღონისძიებას საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე დაესწრო.
საქველმოქმედო კონცერტში მონაწილეობდნენ: ნინო მაჩაიძე (სოპრანო) - ანიტა რაჭველიშვილი (მეცო-სოპრანო) - ოთარ ჯორჯიკია (ტენორი) - ლადო ათანელი (ბარიტონი) - პაატა ბურჭულაძე (ბანი); საქართველოს სახელმწიფო ეროვნული სიმფონიური ორკესტრი, დირიჟორი და მუსიკალური ხელმძღვანელი - ნიკოლოზ რაჭველი.
საქველმოქმედო საღამოდან შემოსული თანხა ობოლ და მზრუნველობამოკლებულ ბავშვებს მოხმარდება.
საქველმოქმედო კონცერტი საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერითა და ევროპის საბჭოში საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობის პატრონაჟით ჩატარდა. პროექტის მხარდამჭერია ასოციაცია Humanitaire “Espoir 2008”.