დღეს, 6 მაისს, სამედიცინო უნივერსიტეტში საქართველოს სახალხო დამცველთან შეხვედრა გაიმართება. საქართველოს სახალხო დამცველი გიორგი ტუღუში სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორ ზურაბ ვადაჭკორიასთან ერთად სტუდენტებთან შეხვედრას გამართავს.
განხილული იქნება ჯანდაცვის სფეროში არსებული პრობლემატიკა. საუბარი შეეხება ასევე სახალხო დამცველის ბოლო საპარლამენტო მოხსენებას, რომელშიც დიდი ადგილი დაეთმო ჯანდაცვის სფეროს და იმ რეკომენდაციებს, რომლებიც შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მიმართ გამოითქვა.
შეხვედრას თსსუ-ის ადმინისტრაციის წარმომადგენლები, სტუდენტური თვითმმართველობა, ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლები და კონფლიქტის ზონაში მცხოვრები სტუდენტები დაესწრებიან.