საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოადგილე შიდა ქართლში იმყოფებოდა, სადაც საოკუპაციო ხაზის მიმდიანრე სოფლების მოსახლეობას შეხვდა.
ნიკოლას ბერლინერი დვანიდან ახალგაზრდების გატაცების ფაქტსაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მსგავსი ინციდენტები მხოლოდ უკანონო ოკუპაციას ასახავს.
„მსგავსი ინციდენტები ვითარების გაუმჯობესებას ხელს არ უწყობს და მხოლოდ უკანონო ოკუპაციას ასახავს. შეერთებული შტატების პოზიცია ნათელია და ის არ შეცვლილა. ჩვენ არ ვაღიარებთ დეფაქტო რეჟიმებს ამ ტერიტორიებზე, ჩვენ ვაღიარებთ და მხარს ვუჭერთს აქართველოს ტერიტორიულ მთიანობას“, - განაცხადა ნიკოლოზ ბერლინერმა.