დღეს, 6 მაისს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციულ კორპუსში, შეხვედრების ოთახში, ტექნოლოგიის ტრანსფერისა და ტექნოლოგიის ლიცენზირების სამუშაო შეხვედრა დასრულდება.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტიდან აცნობეს, პროექტი დაფინანსებულია ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს, აშშ-ის ვაჭრობის სამინისტროს კომერციული სამართლის განვითარების პროგრამის მიერ. სამუშაო შეხვედრა საქართველოს სამეცნიერო-ტექნოლოგიური განვითარების ფონდთან და საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან თანამშრომლობით ხორციელდება. ორგანიზატორთა განცხადებით, პროექტის განხორციელება შესაძლებელი გახდა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დაფინანსებით.
შეხვედრა გახსნა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა არჩილ ფრანგიშვილმა. სიტყვით გამოვიდა განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ნოდარ სურგულაძე, აგრეთვე აშშ-ის საელჩოს წარმომადგენელი, მისიის ხელმძღვანელის მოადგილე კენტ ლოგსდონი; საქართველოს სამეცნიერო-ტექნოლოგიური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექორი გიორგი ხოხობაშვილი; კომერციალიზაციის სამართლის განვითარების პროგრამის საბჭოს ხელმძღვანელის მოადგილე მარკ ტეჯთელი.
ტექნოლოგიის ტრანსფერისა და ტექნოლოგიის ლიცენზირების სამუშაო შეხვედრა 3 მაისს გაიხსნა.