25 სექტემბერს, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში სტუდენტური პროექტის ,,გზავნილები მომავლიდან“ პრეზენტაცია გაიმართება. წიგნში წარმოდგენილია საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტის ცხრა სტუდენტის პროზაული ნამუშევარი, რომლებიც ქართულ-აფხაზური ურთიერთობების თემას ეხება და აგებულია რეალურ
დოკუმენტურ მასალაზე. ახალგაზრდების მთავარი გზავნილი სამშვიდობოა და
სახალხო დიპლომატიის, კულტურული დიალოგის ფორმატს ეხმაურება. წიგნის
გარეკანის მხატვრობა ეკუთვნის სამხატვრო აკადემიის სტუდენტს თამთა დოლიძეს.
პროექტში გამოყენებულია დავით აღმაშენებლის სახ. უნივერსიტეტის სტუდენტის
თათია ზუხბაიას მიერ აფხაზეთში გადაღებული ფოტომასალა. წიგნი ორენოვანია,
დაიბეჭდა ქართულ და რუსულ ენებზე, რათა მისი წაკითხვა კონფლიქტის ზონაშიც
შეძლონ. ავტორთა უმრავლესობა თავად იმყოფებოდა აფხაზეთში და ნაწარმოებები
სწორედ მათ შთაბეჭდილებებს ასახავს.
წიგნი დაფინანსებულია საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს
,,ქართული წიგნისა და ლიტერატურის ხელშეწყობის“ პროგრამიდან.
პროექტის ავტორი და რედაქტორია პროფესორი სალომე კაპანაძე.
წიგნის პრეზენტაცია გაიმართება 25 სექტემბერს, 15 საათზე საქართველოს
კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში.
პრეზენტაციას დაესწრებიან საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
თამარ სანიკიძე, საქართველოს სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო
თანასწორობის საკითხებში პაატა ზაქარეიშვილი, აფხაზეთის ავტონომიური
რესპუბლიკის მტავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ
ყოლბაია, აფხაზეთის ხელისუფლების წარმომადგენლები და მოწვეული სტუმრები.