საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერითა და ორგანიზებით, 25-27 სექტემბერს, ნიუ-იორკში, ქართული დღეების „Discover Georgia“ ფარგლებში, მოეწყობა გამოფენა „სუვენირები საქართველოდან“.
გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება 20 ქართველი ხალხური რეწვის ოსტატის მიერ უნიკალური ქართული ტექნოლოგიით შესრულებული ნამუშევრები (ბატიკა, მეთუნეობა, ჭედურობა, მინანქარი და სხვ.). დამთვალიერებელი საქართველოს ისტორიას, ტრადიციასა და ხელოსნობას გაეცნობა. გამოფენაზე მისულ სტუმრებს ტრადიციული ქართული ხელოვნების ნიმუშების ადგილზე შეძენის შესაძლებლობაც ექნება.