ლოს-ანჟელესის სასამართლომ, ყველაზე ცნობილი ინგლისურენოვანი სიმღერა - Happy Birthday To You საზოგადოებრივ საკუთრებად აღიარა და მასზე საავტორო უფლება გააუქმა.
კომპანია Warner Music Group, რომელმაც სიმღერაზე უფლება 1988 წელს შეიძინა, წელიწადში შემოსავლის სახით 2 მილიონ აშშ დოლრს აგროვებდა.
სიმღერის მელოდია 1893 წლით არის დათარიღებული. იმ პერიოდში სიმღერას ეწოდებოდა Good Morning To All და გამოქვეყნდა კომპანია Cayton F. Summy Company-ის სიმღერების კრებულში. სწორედ ეს ვერსია შეიძინა თავის დროზე Warner-მა.
თუმცა სასამართლომ დაადგინა, რომ Cayton F. Summy Company-ს არასოდეს ეუთვნოდა უფლებები სიმღერის ტექტსზე. სიმღერის მელოდია ეკუთვნით დებს პატი და მილდრედ ჰილებს.
Happy Birthday To You-ს სიმღერის ტექსტი კი პირველად 1910 წელს გაჩნდა, თუმცა მასზე საავტორო უფლებები არასოდეს დარეგისტრირებულა.