სასწრაფოდ არის ჩასატარებელი განმწესრიგებელი სხდომა საკონსტიტუციო სასამართლოში, რათა სასწრაფოდ შეწყდეს ახალი საზედამხედველო სააგენტოს ფუნქციონირება, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა პეტრე ცისკარიშვილმა ეროვნული ბანკისგან საფინანსო ზედამხედველობის სამსახურის გამოყოფასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელის შეტანის შემდეგ განაცხადა.
"საბანკო სფერო არ არის ცალკე განყენებული ეკონომიკური სექტორი. მას კავშირი აქვს ეკონომიკის ყველა სფეროსთან, თითოეულ ფიზიკურ პირთან, მოქალაქეებთან. ოცნებისა და მეჭიაურების მმართველობა და ზედამხედველობა ამ სფეროს მიმართ უქმნის საფრთხეს მთლიანად ეკონომიკას და ქვეყნის სტაბილურობას. სასწრაფოდ არის ჩასატარებელი განმწესრიგებელი სხდომა საკონსტიტუციო სასამართლოში, სადაც უნდა გაირკვეს და გადაწყდეს ამ ახალი საზედამხედველო სააგენტოს ბედი, რომ შეწყდეს მისი ფუნქციონირება და ეს ფუნქციები შენარჩუნებული იყოს სებ-ის შიგნით", - აღნიშნა ცისკარიშვილმა.
შეგახხსენებთ, სარჩელს "თავისუფალი დემოკრატების" და "ნაციონალური მოძრაობის" 39 დეპუტატი აწერს ხელს.