დღეს, 22 სექტემბერს, 15:00 საათზე, კულტურის სამინისტროში გაიმართა პრესკონფერენცია მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის შესახებ, რომელსაც საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე და ფესტივალის დირექტორი თამარ ლორთქიფანიძე უძღვებოდნენ. ღონისძიებას მევიოლინე თამაზ ბათიაშვილიც ესწრებოდა.
თელავის მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი 10-18 ოქტომბერს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, ტრადიციულად, თელავში ჩატარდება. ფესტივალის დამფუძნებელი და სამხატვრო ხელმძღვანელია გამოჩენილი ქართველი პიანისტი ელისო ვირსალაძე.
2015 წლის ფესტივალი მეოცე საუკუნის უდიდესი პიანისტის - სვიატოსლავ რიხტერის დაბადებიდან 100 წლისთავს ეძღვნება. ფესტივალის ფარგლებში 7 კონცერტი ჩატარდება, გაიმართება ასევე, საოპერო და საფორტეპიანო მუსიკის საღამოები. ფესტივალი მსმენელს მრავალფეროვან საკონცერტო პროგრამას შესთავაზებს, რომელშიც შესულია როგორც მსოფლიო კლასიკური მუსიკის შედევრები, ასევე, ქართული პროფესიული მუსიკა. წლევანდელ ფესტივალში მონაწილეობას მიიღებს საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრი და თბილისის სახელმწიფო კამერული ორკესტრი „საქართველოს სინფონიეტა“.
2015 წლის ფესტივალი სოლისტების განსაკუთრებული შემადგენლობით გამოირჩევა – ელისო ვირსალაძე, ვენ-სინ იანგი, ანდრეი ბარანოვი, იანო თამარი, ვიტორიო ვიტელი, ოისტრახის სახელობის სიმებიანი კვარტეტი, ედუარდ ბრუნერი, დირიჟორები ზაზა აზმაიფარაშვილი და არიელ ცუკერმანი.
ფესტივალის კონცერტების პარალელურად, გაიმართება მასტერკლასები ახალგაზრდა მუსიკოსებისა და პედაგოგებისათვის ფორტეპიანოსა და ვიოლინოს სპეციალობებში.
გამოჩენილი ქართველი პიანისტის - ელისო ვირსალაძის მიერ, 80-იან წლებში დაარსებული ფესტივალი, 2010 წელს განახლდა და მას შემდეგ, ყოველწლიურად, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით იმართება. ტრადიციულად, ფესტივალი თელავში სხვადასხვა თაობის მსოფლიო რანგის მუსიკოსს მასპინძლობს.
ფესტივალს წარმომდგენი: საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო;
ფესტივალის ორგანიზატორი: კლასიკური მუსიკის დაცვის, განვითარებისა და პოპულარიზაციის ცენტრი;
მხარდამჭერები: თელავის მერია, წინანდლის ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმი, სასტუმრო „ზუზუმბო“ და კომპანია „ბადაგონი“.
მედია პარტნიორები: საზოგადოებრივი მაუწყებელი, პირველი არხი, რადიო ერთი, რადიო „ფორტუნა“, საინფორმაციო სააგენტო GHN, ტელეკომპანია „რუსთავი 2“ და ჟურნალი „ინდიგო“.
ბილეთების შეძენა შესაძლებელია თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის და თელავის ვაჟა-ფშაველას სახელობის დრამატული თეატრის სალაროებში. ასევე, ფესტივალის ბილეთები განთავსებულია ვებ-გვერდზე www.biletebi.ge
ფესტივალის პროგრამა:
10 ოქტომბერი; 18.00 სთ ფესტივალის გახსნა
საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრი
თბილისის სახელმწიფო კამერული ორკესტრი „საქართველოს სინფონიეტა“
დირიჟორი - არიელ ცუკერმანი
სოლისტები - ანდრეი ბარანოვი, ედუარდ ბრუნერი, ვენ სინ იანგი
დიანა მეტრეველი, მარიამ მაკარაშვილი, გიორგი გიგუაშვილი, ალექსანდრე მიშველაშვილი
პროგრამა:
ეჟენ დ’ ალბერი - კონცერტი ჩელოსა და ორკესტრისათვის თხზ. 20, დო მაჟორი
კახა ცაბაძე - კონცერტი კლარნეტისა და სიმებიანი ორკესტრისათვის დასარტყამ ინსტრუმენტებთან ერთად (პირველი შესრულება)
პეტრე ჩაიკოვსკი - კონცერტი ვიოლინოსა და ორკესტრისათვის თხზ. 35, რე მაჟორი
11 ოქტომბერი; 19:00 სთ
საფორტეპიანო მუსიკის საღამო
ელისო ვირსალაძე
13 ოქტომბერი 19:00 სთ
საოპერო მუსიკის საღამო
საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრი
დირიჟორი - ზაზა აზმაიფარაშვილი
სოლისტები:
იანო თამარი / სოპრანო/
ვიტორიო ვიტელი /ბარიტონი/
პროგრამა:
I
- რიხარდ ვაგნერი - უვერტიურა ოპერისათვის „ ნიურბერგელი მაისტერზინგერები“
- ჯუზეპე ვერდი - ლედი მაკბეტის არია ოპერიდან „მაკბეტი“
- ჯუზეპე ვერდი - მაკბეტის არია ოპერიდან „მაკბეტი“
- ჯუზეპე ვერდი - აიდას არია ოპერიდან „აიდა“
- ჯუზეპე ვერდი - აიდას და ამონასროს დუეტი ოპერიდან „აიდა“
- ჯუზეპე ვერდი - რიგოლეტოს პირველი არია ოპერიდან . „რიგოლეტო“
II
- რუჯერო ლეონკავალო - ინტერმეცო ოპერიდან „ ჯამბაზები“
- უმბერტო ჯორდანო - ჟერარის არია ოპერიდან „ანდრე შენიე“
- უმბერტო ჯორდანო - მადალენას არია ოპერიდან „ანდრე შენიე“
- ფრანჩესკო ჩილეა - ინტერმეცო ოპერიდან „ადრიანა ლეკუვრერი“
- ფრანჩესკო ჩილეა - ადრიანას არია ოპერიდან „ადრიანა ლეკუვრერი“
- ჯუზეპე ვერდი - იაგოს არია ოპერიდან „ოტელო“
- ჯუზეპე ვერდი - დი ლუნას და ლეონორას დუეტი ოპერიდან „ტრუბადური“
14 ოქტომბერი 19:00 სთ
კამერული მუსიკის კონცერტი
მონაწილეობენ:
დავით ოისტრახის სახელობის სიმებიანი კვარტეტი /ანდრეი ბარანოვი, როდიონ პეტროვი, ფიოდორ ბელუგინი, ალექსეი ჟილინი/
გიორგი ცაგარელი, ფიოდორ ამოსოვი
პროგრამა:
ედვარდ გრიგი - სიმებიანი კვარტეტი თხზ. 27, სოლ მინორი
ნიკოლო პაგანინი - კაპრისები # 17, 20, 24 (ვერსია კვარტეტისათვის დამუშავებული
ფ.ბელუგინის მიერ)
პეტრე ჩაიკოვსკი - სიმებიანი სექსტეტი „მოგონებები ფლორენციაზე“, თხზ. 70, რე მაჟორი
15 ოქტომბერი 16:00 სთ
კამერული მუსიკის კონცერტი წინანდალში
მონაწილეობენ:
ელისო ვირსალაძე, ედუარდ ბრუნერი
დავით ოისტრახის სახელობის სიმებიანი კვარტეტი /ანდრეი ბარანოვი, როდიონ პეტროვი, ფიოდორ ბელუგინი, ალექსეი ჟილინი/
პროგრამა:
ვოლფგან ამადეუს მოცარტი
საფორტეპიანო კვარტეტი K 478 სოლ მინორი
კვინტეტი კლარნეტისა და სიმებიანი კვარტეტისათვის KV 581 ლა მაჟორი
17 ოქტომბერი 19:00 სთ
კამერული მუსიკის კონცერტი
მონაწილეობენ:
თბილისის სახელმწიფო კამერული ორკესტრი „საქართველოს სინფონიეტა“
ედუარდ ბრუნერი, ხათუნა თურმანიძე
დიანა მეტრეველი, მარიამ მაკარაშვილი, გიორგი გიგუაშვილი, ალექსანდრე მიშველაშვილი
პროგრამა:
სულხან ცინცაძე - მუსიკა კამერული ორკესტრისათვის
ვოიცეხ კილარი - „ორავა“
ვიტოლდ ლუტოსლავსკი - კონცერტი კლარნეტის, არფისა და სიმებიანი ორკესტრისათვის დასარტყამ ინსტრუმენტებთან ერთად
18 ოქტომბერი 18:00 სთ
ფესტივალის დასკვნითი კონცერტი
მონაწილეობენ:
საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრი
დირიჟორი - არიელ ცუკერმანი
სოლისტი - ელისო ვირსალაძე
პროგრამა:
ლუდვიგ ვან ბეთჰოვენი - სიმფონია N5 თხზ. 67, დო მინორი
მორის რაველი - კონცერტი ფორტეპიანოსა და ორკესტრისათვის თხზ. 82, რე მაჟორი
/მარცხენა ხელისათვის/