დღეს, 22 სექტემბერს, 17:00- თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია, თბილისის სამხატვრო აკადემია წარმოადგენს სამი სახელოვნებო უნივერსიტეტის ერთობლივ საღამოს, რომელზეც დასწრება თავისუფალია.
ღონისძიება კინოფაკულტეტის საგამოფენო დარბაზში მარიამ შაქარაშვილის პერსონალური გამოფენით - "ჰო" - გაიხსნება, დასაწყისი 17:00 სთ.
18:00 საათზე თბილისის ვ. სარაჟიშვილის სახ. სახელმწიფო კონსერვატორიის საშემსრულებლო ფაკულტეტის სტუდენტთა ექსკლუზიური კონცერტი გაიმართება.
პროგრამაშია:
1. პაგანინი-ლისტი ეტიუდი #6. ასრ. ეკა ბოკუჩავა
2. შუმანი - ნოველეტა #8. ასრ. ლექსო
პირმისაშვილი
3. ბახი - სონატა ფლეიტისათვის ასრ. სალომე ჩიკვაიძე
4. რახმანინოვი - ეტიუდ-სურათი ასრ. ირმა გიგიანი
5. პიაცოლა - "ობლოვიონ" ასრ. ნოდარ მდივანი (კლარნეტი) ირმა გიგანი (ფორტეპიანო)
6. ლისტი - რაფსოდია - ასრ. ნათია ნატროშვილი
საღამოს დასასრულს ქართული კინოსკოლის ნაკრები პროდუქციის ჩვენება გაიმართება 19:00 საათზე, კინოფაკულტეტის ღია კინოთეატრში
ნაჩვენები იქნება:
სოსო ბლიაძე - "ყველაზე ძვირფასი"
ანა ურუშაძე - "ერთ კაცს ვუყვარდი"
ზურა დემეტრაშვილი - "გზაგასაყარი"
ლევან სიხარულიძე - " თითქოს აქ იყო ზღვა"
მარგო ზუბაშვილი - "დინოზავრი"
გურამ ბაქარაძე - "მამა"
სალომე ვეფხვაძე - " მე ისინი და მამა"
მარია სიჩანინი - "შუქნიშანი"
გიორგი წილოსანი - "მზადება"
(ინგლისური სუბტიტრები)
მისამართი: აღმაშნებელის გამზ. 40