ზესტაფონის უშანგი ჩხეიძის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი 2015 -2016 წლების თეატრალურ სეზონს პრემიერით ხსნის.
22 სექტემბერს 18:00 საათზე მაყურებელს შევთავაზებთ ნინო მირზიაშვილის „მაცეკვე ტანგოს“. დადგმის რეჟისორია მამუკა ტყემალაძე.
წარმოდგენის მუსიკალური გაფორმება ეკუთვნის ანა მურღულიას, დამდგმელი მხატვარია თამარ გურგენიძე, მხატვარი - ნათია ბერაძე, ქორეოგრაფი - საბა ჩალხაშვილი, ტექნიკური რეჟისორი - მარი აბესაძე.
მონაწილეობენ: ნინო აბესაძე (უფროსი), ნინო აბესაძე (უმცროსი), ზურაბ აბესაძე, თემურ ფირცხალაიშვილი, ნიკოლოზ კობახიძე, თემურ ქველიაშვილი.