დღეს, 21 სექტემბერს, 19:00 საათზე, კინოთეატრ "ამირანში" გიორგი გეგეჭკორის სახელობის სატელევიზიო თეატრის პრეზენტაცია, ტელესპექტაკლ „რკინის ბიჭების“ ჩვენებით შედგება. ღონისძიებას საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე დაესწრება.
კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, გ. გეგეჭკორის სახელობის სატელევიზიო თეატრი 2015 წელს შეიქმნა და მისი დამფუძნებლები არიან თეატრმცოდნეები ვასილ კიკნაძე, ნერონ აბულაძე, რეჟისორები კოტე აბაშიძე, გიორგი სიხარულიძე და ქუთაისის ლ. მესხიშვილის სახელობის დრამატული თეატრი. ტელესპექტაკლი „რკინის ბიჭები“: დამდგმელი რეჟისორი: კოტე აბაშიძე; მხატვარი - მაია სხირტლაძე; მუსიკალური გაფორმება - ანი მურღულია; გადაღების რეჟისორი - იოსებ ხუჭუა.