გამოცემა The Hollywood Reporter-მა შეადგინა ასი საუკეთესო ტერესერიალის რეიტინგი. ჩატარებულ კვლევაში, რომლის საფუძველზეც შედგა სია, მონაწილეობა 2,8 ათასმა ადამიანმა მიიღო, რომელთაც უშუალო შეხება აქვთ გასართობ ინდუსტრიასთან - მსახიობები, რეჟისორები, პროდიუსერები.
რესპოდენტთა აზრით, პირველ ადგილზეა პროექტი ”მეგობრები” რომელიც 1994-2004 წლებში გადიოდა ეთერში და მიღებული აქვს მრავალი ჯილდო, მათ შორის ექვსი ”ემი” და ”ოქროს გლობუს”. მეორე აადგილზე აღმოჩნდა სერიალი ”ყველაზე მძიმე” ” Breaking Bad“, რომელიც რამდენჯერმე დაჯილდოვდა ”ემით”(2008-2013 წლები). სამეულის ბოლო ადგილს იკავებს სერიალი ”საიდუმლო მასალები”(1993-2002) დევიდ დუხოვნის და ჯილიან ანდერსონის მონაწილეობით.
რეიტინგში შემდეგი ადგილები ასე განაწილდა : ”სამეფო ტახტის თამაშები”, კრიმინალური დრამა ”სოპრანოს კლანი”, კომედია ”მე მიყვარს ლუსი” - რომლის პირველი სერია 1951 წელს გამოვიდა. რეიტინგის ათეულს ასრულებს ანიმაციური ტელესერიალი ”სიმპსონები”. რეიტინგში შევიდა ისეთი პოპულარული ტერესერიალები როგორიცაა ”ბანქოს სახლი”, ”დიდი აფეთქების თეორია”, ”სექსი დიდ ქალაქში“.