პარლამენტის წევრმა თამაზ მეჭიაურმა, არასწორი ფორმით - მაგრამ გამოხატა თავისი სურვილი და გამწარებულმა ნაციონალების ზეიმით, ასეთი ფორმით გამოთქვა თავისი შეხედულებები. ასე შეაფასა თამაზ მეჭიაურის კომენტარი საქალაქო სასამართლოს გადაწვეტილების თაობაზე, გიგი უგულავას გათავისუფლების შესახებ, ლტოლვილთა და განსახლების მინისტრმა სოზარ სუბარმა
მინისტრმა აღნიშნა, რომ მეჭიაურმა არასწორი ფორმით, მაგრამ ღიად გამოთქვა თავისი ემოციები.
„რაც შეეხება მეჭიაურის განცხადებას, მე მგონი, მან უბრალოდ გამოხატა - მართალია არასწორი ფორმით - მაგრამ გამოხატა თავისი სურვილი და გამწარებულმა იმ ზეიმით რაც ნაციონალებმა მოაწყვეს, ასეთი ფორმით გამოთქვა თავისი შეხედულებები”, - განაცხადა სუბარმა.
მან ასევე აღნიშნა, რომ საზოგადოებაში არის გარკვეული ნაწილი რომელსაც ძალიან მწარედ ახსოვს 9 წელი
„საზოგადოებაში არის გარკვეული ნაწილი, ძალიან დიდი ნაწილი, რომელსაც ძალიან მწარედ ახსოვს 9 წელი და ძალიან მკაცრი პოლიტიკის მომხრეა ნაციონალების მიმართ. აბსოლუტურად არ ვეთანხმები ასეთ მიდგომას. სამართალი იმიტომ არის სამართალი, რომ უნდა აღსრულდეს ყველას მიმართ თანაბრად და სწორად,“ - განაცხადა სოზარ სუბარმა.
,რამდენიმე საათიანი ზეიმი, რომელიც მოიწყვეს ჩვენმა ოპონენტებმა, ესდარჩება რამდენიმე საათიან ზეიმად”, _განაცხადა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე, თამაზ მეჭიაურმა დედაქალაქის ყოფილი მერისგიგი უგულავას წინასწარი პატიმრობიდან გათავისუფების კომენტირებისას.
მისი თქმით, საქალაქო სასამართლოსთვის გადაწყვეტილებას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს.
"ეს არ ცვლის სასამართლოს გადაწყვეტილების არსს. თუ უნდა მიესაჯა სასამართლოს, მაინც მიუსჯის, ის განაჩენს თავისუფალი შეხვდება თუ წინასწარ პატიმრობაში, ამას არ აქვს არსებითი მნიშვნელობა," - აცხადებს თამაზ მეჭიაური.