პატიმრობაში მყოფი თავდაცვის ყოფილი მინისტრი ბაჩო ახალაია დედაქალაქის ყოფილ მერს გიგი უგულავას პატიმრობიდან გათავისუფლებას ულოცავს და წარმატებს უსურვებს რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლაში. ახალაია სოციალურ ქსელში წერს, რომ უგულავა შეიტანს მნიშვნელოვან წვლილს რიგგარეშე არჩევნების მიღწევაში.
,,ვულოცავ გიგის - უკანონო პოლიტპატიმარს განთავისუფლებას! ვუსურვებ წარმატებებს რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლაში. ვფიქრობ გიგი შეიტანს მნიშვნელოვან წვლილს რიგგარეშე არჩევნების მიღწევაში. მანამდე კი მთავარია ამ უნამუსო ხელისუფლებამ ისევ უკანონოდ და უსამართლოდ არ დაიჭიროს და ისევ არ დაატყვევოს. მიუხედავად ყველაფრისა, რაც არ უნდა ეცადოს ხელისუფლება ეს ფაქტი უკვე სწორედ რომ მათი დასასრულის მკაფიო დასაწყისია”, _აცხადებს ახალაია.