,,რამდენიმე საათიანი ზეიმი, რომელიც მოიწყვეს ჩვენმა ოპონენტებმა, ეს დარჩება რამდენიმე საათიან ზეიმად”, _განაცხადა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე თამაზ მეჭიაური დედაქალაქის ყოფილი მერის გიგი უგულავას წინასწარი პატიმრობიდან გათავისუფების კომენტირებისას.
მისი თქმით, საქალაქო სასამართლოსთვის გუშინდელ გადაწყვეტილებას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს.
"ეს არ ცვლის სასამართლოს გადაწყვეტილების არსს. თუ უნდა მიესაჯა სასამართლოს, მაინც მიუსჯის, ის განაჩენს თავისუფალი შეხვდება თუ წინასწარ პატიმრობაში, ამას არ აქვს არსებითი მნიშვნელობა," - აცხადებს თამაზ მეჭიაური.
შეგახსენებთ, რომ დედაქალაქის ყოფილი მერი გიგი უგულავა პატიმრობიდან გუშინ გათავისუფლდა. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად დაედო საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტლება, რომლის მიხედვითაც, გიგი უგულავას სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. დღეს უგულავას საქმეზე სასამართლო პროცესი 12:00 საათზეა ჩანიშნული.