ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში რომან გოცირიძე აცხადებს, რომ ეროვნულ ბანკს საზედამხედველო ფუნქცია უბრუნდება, კერძოდ იმ ნაწილში, რომელიც ეხება ამერიკა-საქართველოს შორის გაფორმებულ ხელშეკრულებას საბანკო-საფინანსო ტრანსაქციების შესახებ(FATCA). ექსპერტის ინფორმაციით, ეს არის ამერიკელების მოთხოვნა, რადგან ისისნი არ ენდობიან აცალ საზედამხედველო სამსახურს. მისი თქმით, ეს პარლამენტმა არ უნდა დაუშვას
,,ეროვნულ ბანკს უბრუნდება საზედამხედველო ფუნქცია იმ ნაწილში, რომელიც ეხება ამერიკა-საქართველოს შორის გაფორმებულ ხელშეკრულებას საბანკო-საფინანსო ტრანსაქციების შესახებ(FATCA). ეს არის ამერიკელების მოთხოვნა. მოტივი შეიძლება იყოს ერთადერთი: არ ენდობიან ახალ ზედამხედველობის სამსახურს.
ეს არ უნდა დაუშვას პარლამენტმა. არ არის საჭირო მინიზედამხედველობის შექმნა ეროვნულ ბანკში. ეს აკნინებს ახლადშექმნილ ზედამხედველობას, რაც არ არის კარგი ქვეყნისათვის. რადგან იგი არის ცალკე ორგანო, ახლა ყველა ვალდებულია იზრუნოს მის გაძლიერებაზე. ახლა ხდება საბჭოს ხუთი წევრის არჩევა და არ უნდა მივცეთ უფლება, რომ ისეთივე უცნობი დილეტანტები შეარჩიონ, როგორც ეს ხდებოდა მთავრობის წევრების დანიშვნის შემთხვევაში”, - აცხადებს გოცირიძე.
აღმარულებელმა ხელისუფლებამ პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომაზე, საბჭოს წევრობის ხუთი კანდიდატიდან ოთხი წარადგინა.
კერძოდ, კანდიდატებად წარდგენილი არიან: ხუთი წლის ვადით ეფრემ ურუმაშვილი, შვიდი წლის ვადით - ეკატერინე გალდავა, ირაკლი კოვაზანაძე და საშა ტერნესი.