ადვოკატი გელა ნიკოლაიშვილის შეფასებით, ,,ნაციონალების” მხრიდან აპელირება, რომ დაუყოვნებლივ მოხდეს პატიმრობიდან მხოლოდ დედაქალაქის ყოფილი მერის გიგი უგულვას გათავისუფლება, არასწორია. როგორც ,,ჯი-ეიჩ-ენთან” საუბარში ნიკოლაიშვილი აცხადებს, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწვეტილება არ შეხებია მხოლოდ და მხოლოდ უგულავას.
,,რა თქმა უნდა, ,,ნაციონალების” ეს მოთხოვნა არასწორია, იურიდიულად გაუმართავი მოთხოვნაა. სამართლებრივად ჯერ უნდა მოხდეს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწვეტილების გამოქვეყნება და შემდეგ გადაწვეტილების ძალაში შესვლა, _აცხადებს ნიკოლაიშვილი.
მისი თქმით, უგულავას გათვისუფლების საკითხზე გადაწვეტილება სასამართლომ უნდა მიიღო. შესაბამისად, იქამდე, სანამ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწვეტილება ოფიციალურად არ გამოცხადდება, სასამართლო აღნიშნულ საკითხზე ვერ იმსჯელებს.
,,პირველ რიგში საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწვეტილება უნდა შევიდეს ძალაში - უნდა გამოქვეყნდეს. Mმე რამდენადაც ვიცი, ჯერ არ გამოქვეყნებულა. იქამდე, სანამ გადაწვეტილება არ გამოქვეყნდება, მოსამართლე ვერ იმსჯელებს უგულავას გათავისუფლების საკითხზე, რადგან ერთია საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების გაჟღერება საინფორმაციო საშუალებებით, მეორე კი მისი ოფიციალურად გამოქვეყნებაა. შესაბამისად, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწვეტილების ოფიციალურად გამოცხადების შემდეგ, გადაწვეტილება უნდა შეეხოს არა მხოლოდ გიგი უგულავას, არამედ ყველა მსგავსი ტიპის კატეგორიის პატიმარს”, _განაცხადა ნიკოლაშიშვილი.