პარლამენტის ვიცე-სპიკერი მანანა კობახიძე აცხადებს, რომ თუ საკონსტიტუციო სასამართლომ კონკრეტული ნორმა არაკონსტიტუციურად სცნო, მაშინ მისთვის დაქვემდებარება სავალდებულოა. თუმცა, მისივე თქმით, მეორე საკითხია, როგორ და როდის უნდა აღსრულდეს ეს გადაწყვეტილება.
„ ჯერჯერობით ჩვენს დღეს რაც ხელთ გვაქვს ეს არის ის პრესრელიზი რაც გამოქვეყნებულია საკონსტიტუციო სასამართლოს ვებ-გვერდზე. უშუალოდ საკონსტიტუციო სასამართლო ვერ დაავალებს ვერც სასჯელაღსრულების მინიტრს, ვერ ციხის დირექტორს გაათავისუფლოს გიგი უგულავა,ან რომელიმე პატიმარი. სასამართლო ბრძანება დაპატიმრების შესახებ უნდა შეიცვალოს მხოლოდ საერთო სასამართლოების მოსამართლის ბრძანებით. ასეთი აჟიოტაჟის შექმნა, მივარდნები ციხესთან - ეს არ არის სწორი და ემსახურება ერთადერთს - შექმნან ზედმეტი აჟიოტაჟი და დესტაბილიზაციის ფონი ქვეყანაში," - აცხადებს მანანა კობახიძე.