ტურავა და ჯოკია ბოდოკია არიან ამ ხელისუფლების სიმბოლოები. ამის შესახებ საპარლამენტო უმცირესობის წევრმა მიხეილ მაჭავარიანმა გიგი უგულავას საქმეზე საკონსტიტუციო სასამართლოში შექმნილი ვითარების შეფასებისას განაცხადა.
"ტურავა და ჯოკია ბოდოკია არიან ამ ხელისუფლების სიმბოლოები. 25 წელია თანამედროვე საქართველოს ისტორიაში არ გამიგია საკონსტიტუციო სასამართლოზე ასეთი სამარცხვინო გადაწყვეტილება, მაგრამ ტურავასგან, რომელიც ქრთამს გადაუდებელ აუცილებლობად მიიჩნევს, ეს არ მიკვირს,“ - განაცხადა მიხეილ მაჭავარიანმა.
შეგახსენებთ, რომ გიგი უგულავას საქმეზე საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება მოსამართლე მერაბ ტურავას ავადმყოფობის გამო გადაიდო.