პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის ეკა ბესელიას განმარტებით, საკონსტიტუციო კომისიის მუშაობა არ შეფერხებულა და კომისია მომავალშიც შეიკრიბება. თუმცა, დეპუტატი დაინტერესდა რატომ არ გამოთქვა ,,ნაცმოძრაობამ” კომისიაში მუშაობის სურვილი.
„კომისიის მუშაობა არ შეფერხებულა, კომისია იკრიბება და შეიკრიბება. მაგრამ კითხვა არის რა აფერხებდა ,,ნაციონალური მოძრაობას”, რომელიც ამ კომისიაში გარდა გამონაკლისისა, არ ღებულობდა მონაწილეობას. მათ რატომ არ ჰქონდათ სურვილი ამ კომისიაში მუშაობის და რატომ ახსენდებათ მაშინ, როდესაც პოლიტიკურ განცხადებებს აკეთებენ,“ - განაცხადა ჟურნალისტებთან ეკა ბესელიამ.
შეგახსნებთ, რომ ცოტა ხნის წინ, პრეზიდენტმა საკონსტიტუციო კომისიას მოუწოდა კონსტიტუციაში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით, საკუთარი პოზიცია დააფიქსირონ. სავარაუდოდ, კომისიის მიერ, აღნიშნული მოთხოვნა გათვალისწინებული არ იქნება.