საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ყურძნის ჩაბარების ფასთან დაკავშირებით დაპირებაზე, კომენტარი არ გააკეთა.
2012 წელს, კახელი გლეხებისთვის წინასაარჩევნოდ მიცემული დაპირების შესახებ მას, ჟურნალისტებმა ქუთაისში ჰკითხეს, თუმცა ბიძინა ივანიშვილმა კომენტარი არ გააკეთა.
ყოფილი პრემიერი ქუთაისში, რეზო ჭეიშვილის დაკრძალვაზე იმყოფებოდა.