მწერალი რეზო ჭეიშვილი დღეს, ქუთაისში დაკრძალეს. დაკრძალვას კულტურის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, ქუთაისის მერი შოთა მურღულია და სხვა ოფიციალური პირები დაესწრნენ. პატივის მისაგებათ ქუთაისში დღეს სპეციალურად ჩავიდნენ ქართველი მწერლები, მსახიობები, კინორეჟისორები და საზოგადოებისათვის ცნობადი სახეები.
რეზო ჭეიშვილი ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის დრამატული თეატრიდან გამოასვენეს და, ანდერძის თანახმად, ქუთაისში, მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალეს.
დაკრძალვის ხარჯები მთლიანად ქუთაისის მერიამ დაფარა.
ამასთან, რეზო ჭეიშვილის დაკრძალვას ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილიც დაესწრო.