,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრი, დეპუტატი გიორგი ღვინიაშვილი პრემიერის განცხადებას კახეთში მიმდინარე საპროტესტო აქციიდან ეხმაურება.
იგი მოუწოდებს შს მინისტრს ჩავიდეს კახეთში და მან თავად "გაიყვანოს" აქციიდან.
"არსად არ მივდივარ სისხლის ფასადაც რომ დამიჯდეს, სადაც ჩემი ხალხია იქ უნდა ვიყო. კარგი ბიჭიაო შს მინისტრი ჩამოვიდეს და გამიყვანოს აქედან,"- აცხადებს დეპუტატი გიორგი ღვინიაშვილი.
საქართველოს პრემიერ- მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საპარლამენტო უმცირესობა და კახეთის ყოფილი გუბერნატორი, პროვოკაციაში დაადანაშაულა და მთავრობის სხდომაზე, შს მინისტრს მოუწოდა გააკონტროლოს სიტუაცია.
,,მე ვიცი, რომ ერთ-ერთი დეპუტატი, გვარად ღვინიაშვილი, რომელიც წლების განმავლობაში იყო კახეთის გუბერნატორი და, რომელიც პირდაპირ მიუთითებდა ღვინის კომპანიებს, რომ არ ჩაებარებინათ ყურძენი მაღალ ფასად.. რა სუბსიდირებაზე იყო ლაპარაკი.. იმის გამო, რომ ერთგულება დაუმტკიცოს გუბერნატორს, თუმცა არა კახეთის, არამედ, ოდესის, ჩადის რეგიონში და აქტიურობს. მინდა მივმართო სამართალდამცავ ორგანოებს, ბატონ მღებრიშვილს, გთხოვთ მაქსიმალურუად გააკონტროლოთ ადგილზე სიტუაცია, რომ მოსახლეობას არ შეექმნას ჩაბარებაში რაიმე პრობლემა. ეს პროვოკატორები მოვაშოროთ ადგილებიდან. თუ ვინმე პროვოკატორი შეეცდება სიტუაციის დაძაბვას, თქვენ იმოქმედებთ, რა თქმა უნდა, კანონის ფარგლებში”, _აღნიშნა ღარიბაშვილმა.