ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი აცხადებს, რომ ყურძენზე არსებული ფასი ცუდი არ არის. როგორც მთავრობის სხდომის დაწყებამდე მინისტრმა აღნიშნა, ყოველ წელს ყურძნის ფასი ერთი და იგივე ვერ იქნება, რადგან მის ღირებულებას სხვადასხვა ფაქტორები განსაზღვრავს.
,,ყურძნის ფასი იქნება, თუ კარტოფილის ფასი არ იქნება ყოველთვის ერთი და იგივე. რომელიღაცა წელს იმატებს, რომელიღაცა წელს იკლებს. ეს დამოკიდებულია მოსავალზე, ბაზრებზე. საბაზრო ეკონომიკა იმიტომ არის საბაზრო ეკონომიკა, რომ მას უნდა ვემორჩილებოდეთ”, _განაცხადა სოზარ სუბარმა.
მისივე თქმით, ყურძენზე არსებული ფასი ცუდი არაა.
,,ეს არ არის ცუდი ფასი რომ შევადაროთ იგივე ევროპში რა ფასებია. მაგალითად საფრანგეთშ, სადაც ღვინო მსოფლიოში არის ყველაზე მაღალხარისხიანი უფრო ნაკლებია ფასი ვიდე საქართველოში”, _განაცახდა სოზარ სუბარმა.
სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ლევან დავითაშვილი ,,კურიერთან” საუბარში aცხადებს, რომყურძენზე ფასი რთველის მიმდინარეობისპროცესში გაიზრდება.
მისივე თქმით, ყურძენზე არსებული ფასების შესახებ, არასწორი ინფორმაცია ვრცელდება. როგორც მინისტრის მოადგილე განმარტავს, ამ დროისთვის ხარისხიანი თეთრი ყურძნის ღირებულება 70 თეთრია, ხოლო საფერავის 85