სამი წლის წინ გარდაცვლილი ცნობილი მომღერალი უიტნი ჰისტონი მსოფლიო ტურნეს ”მოაწყობს”. ორგანიზატორები აცხადებენ, რომ მომღერლის ჰოლოგრამის გამოყენებით ისინი შეძლებენ მსოფლიოს ქვეყნების სტადიონები შეავსონ .
„ეს არის საუკეთესო შესაძლებლობა მისი თაყვანისმცემლებისთვის გაიაზრონ მუსიკის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ქალის შემოქმედება“, - აცხადებს ვარსკვალავის და პატ ჰიუსტონი
მოსალოდნელია, რომ პირველი კონცერტი ლოს-ანჯელესში ჩატარდება და ტელევიზიითა და ინტერნეტით პირდაპირი ეთერით გადაიცემა
შეგახსენებთ, რომ ცნობილი მომღერალი უიტნი ჰიუსტონი 2012 წლის თებერვალში ლოს-ანჯელესში გარდაიცვალა. 48 წლის ვარსკვლავი აბაზანაში იპოვეს. გამოძიების მიხედვით მომღერალი გულის მწვავე უკმარისობით გარდაიცვალა, რის მიზეზად კოკაინის დიდი დოზა სახელდება.