,,თავისუფალი დემოკრატების” წევრის გია ცაგარეიშვილის შეფასებით, მთავრობა სხვა რეალობაში ცხოვრობს, - ამის შესახებ დეპუტატმა პრემიერ-მინისტრის მიერ მომზადებული მთავრობის ანგარიშის შეფასებისას განაცხადა.
"მთავრობა ამაყობს, რომ ეკონომიკაში წინსვლაა, მემგონი ეს ადამიანები სხვა ქვეყანაში ცხოვრობენ. ბიზნესი წინ ვერ მიდის. საბანკო სექტორზე შეტევამ ბიზნესი დააზარალა. შეტევაა მასმედიაზე მასობრივად იხურება პოლიტიკური გადაცემები,"- განაცხადა გია ცაგარეიშვილმა.
მთავრობის ანგარიში პარლამენტში 11 სექტემბერს შევიდა.