საქართველოში მიმდინარე წლის მარტში 857 მლნ კვტ/სთ ჰიდროელექტროენერგია იქნა გამომუშავებული.
მთავრობის ინფორმაციით, ეს აქამდე დაფიქსირებულ ყველაზე მაღალ მაჩვენებელს 7.3 პროცენტით აღემატება.
აქამდე ჰიდროელექტროენერგიის ყველაზე მაღალ მაჩვენებლად 2008 წლის მაისში დაფიქსირებული ოდენობა ითვლებოდა - 799 მლნ კვტ/სთ.
ამასთან, მიმდინარე წლის პირველ კვარტალში საწარმოების მიერ ელექტროენერგიის მოხმარება, წინა წლის ამავე პერიოდთან შედარებით, 7.3 პროცენტით გაიზარდა, ხოლო 2008 წლის პირველ კვარტალთან შედარებით 10.4 პროცენტით.
2010 წლის მარტში კი, ელექტროენერგიის მოხმარება წინა წლის მარტთან შედარებით 22.7 პროცენტით გაიზარდა, ხოლო 2008 წლის მარტთან შედარებით 14.9 პროცენტით.