პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი ე.წ. კაბელების საქმის მოწმის ავთანდილ ჭოლოკავას მიერ, გუშინ, 10 სექტემბერს, სასამართლო სხდომაზე გაკეთებულ ჩვენებაზე განმარტებას აკეთებს. როგორც ,,ჯი-ეიჩ-ენთან” საუბარში სესიაშვილი განმარტავს, მან მხოლოდ ჭოლოკავა თავდაცვის უწყებას დააკავშირა და სხვა ინტერესი არ ჰქონია.
,,ბატონმა ავთომ მომმართა წინადადებით დამეკავშირებინა თავდცვის სამინისტროსთან, მსგავსი წინადადებით მოქალაქეები ჩვენთან მოდიან ხოლმე. მე ის დავაკავშირე თავდაცვის სამინისტროს, სხვა საკითხში არ ჩავრეულვარ. ჩემი ერთადერთი ინტერესი ის იყო, რომ ასეთი მომსახურება თავადაცვის სამინისტროს უფასოდ მიეღო. რატომ არ დასთანხმდა თავადაცვის უწყება ამ შემოთავაზებას ეს მას უნდა კითხოთ. მე, ერთადერთი ჭოლოკავა შევახვედრე მინისტრს და როცა მოვიკითხე თუ რა გადაწყვეტიელბა მიიღეს, მითხრეს რომ უარყოფითი გადაწვეტილება მიიღეს და აღარც მომიკითხავს ეს საქმე”, _განუცხადა „ჯი-ეიჩ-ენს“ ირაკლი სესიაშვილმა.
სესიაშვილი ასევე გამოემხმაურა ინფორმაციას, ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელს რუსეთის კონტროლირებად ტერიტორიაზე გავლის შესახებაც.
,,სხვადასხვა სააგენტოებზე წავიკითხე ბევრის სისულელეები და ადვოკატის განცხადებაც, თითქოს, ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელს რუსეთის კონტროლირებად ტერიტორიაზეც უნდა გაევლო. ახლა რომელი ჭკუათმყოფელი დაიჯერებს იმას, რომ კაბელს რუსეთის ტერიტორიაზე უნდა გაევლო. ეს არის ადვოკატის უსუსური ვარაუდი და არა მოწმის”, _ აცხადებს "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში სესიაშვილი.
10 სექტემბერს, ე.წ. კაბელების საქმეზე პროკურატურის მოწმე შპს ,,სპეცკავშირმშენის" გენერალური დირექტორი, ავთანდილ ჭოლოკავა დაიკითხა.
დაცვის მხარის განმარტებით, თავის დროზე მიხეილ გორბაჩოვის აგარაკი უზრუნველყო ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელით და ეს მომსახურება კგბ- მეცხრე სამმართველომ ჩაიბარა.
ჭოლოკავამ, სასამართლოს მოუთხრო თუ როგორ სთავაზობდა თავდაცვის სამინისტროს ოპტიკურ-ბოჭკოვანი მაგისტრალით მომსახურებას უფასოდ, მიუხედავად იმისა, რომ ეს მაგისტრალი თავად მის კომპანიას 80-100 მილიონი უჯდებოდა და ამ თანხას ინვესტორისგან ელოდებოდა. თუმცა ჭოლოკავამ ვერ დაასახელა კონკრეტული ინვესტორი.
ჭოლოკავამ პროცესზე განაცხადა, რომ მან თავის დროზე თავდაცვის სამინისტროს ამ მაგისტრალში რამდენიმე წვერის გამოყენება შესთავაზა.
ასევე დაკითხვისას გაირკვა, რომ მოწმეს ოფიცალურად არ მიუმართავს წერილობით სამინისტროსთვის. თუმცა განაცხადა, რომ თავდაცვის მინისტრთან შეხვედრაში პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდიმარე ირაკლი სესიაშვილი დაეხმარა.