მსოფლიოს მასშტაბით, მთლიანად სამუშაოების 66 პროცენტს ქალები ასრულებენ. ამის შესახებ საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის გენდერული სტატისტიკის ანგარიშშია ნათქვამი.
აღნიშნული ინფორმაციის თანახმად, ქალები საკვების 50 პროცენტს აწარმოებენ და მთელი შემოსავლების 10 პროცენტს გამოიმუშავებენ. თუმცა, ქალებს 17 პროცენტით ნაკლები ნომანლური ხელფასი აქვთ მამაკაცებთან შედარებით.
განვთარებად ქვეყნებში კი, საექსპორტო გადამამუშავებელ დარგებში სამუშაო ძალის 60-80 პროცენტს ქალები წარმოადგენენ.
საქართველოს დემოგრაფიული სტატისტიკის თანახმად კი, ქვეყანაში 2009 წლის მონაცამებით, 2 304 600 ქალი ცხოვრობს. ქალთა უმუშვერობის დონე კი, 2008 წლის მაჩვენებლებით 16.1 პროცენტზე დაფიქსირდა. ამავე წლის მონაცამებით, დაქირავებით დასაქმებულ ქალთა საშუალო ხელფასი თვეში 367 ლარს შეადგენდა.
საქართველოში 2009 წელს ბიზნესსექტორიში დასაქმებულთაგან ქალი 59.1 პროცენტია, სახელმწიფო სექტორში კი, 2008 წლის მონაცემებით - 52.9 პროცენტი.