მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის მიერ მოწყობილი მიტინგის საპასუხოდ აქცია გაიმართება
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან დღეს აქცია გაიმართება. მასში მონაწილეობას სტუდენტები და სხვადასხვა სფეროში მოღვაწე ადამიანები მიიღებენ.
აქცია მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის მიერ გუშინ მოწყობილი მიტინგის საპასუხოდ გაიმართება, რის ფარგლებშიც მისი მონაწილეები დემონსტრაციულად შეიძენენ ერეკლე დეისაძის ახალ წიგნს "საიდუმლო სირობა".
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან აქცია 17:00 საათზე დაიწყება.