საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ბათუმში, სასტუმრო ,,კოლიზეუმის”, გახსნას ეხმიანება და აცხადებს, რომ სასტუმროს მშენებლობა მისი პრეზიდენტობის დროს, მისი თხოვნით დაიწყო. როგორც სააკაშვილი განმარტავს, ახლანდელმა მთავრობამ სასტუმრო საზეიმოდ გახსნა, რაც ექსპრეზიდენტს არ სწიყინს. თუმცა, სააკაშვილის განცხდაებით საწყენია, ის რომ ბოლო სამ წელიწადში არც-ერთი ასეთი პროექტი არ დაწყებულა.
,,სასტუმრო ,,კოლიზეუმი”, ბათუმში ჩემი თხოვნით ააშენა წარმოშობით აფხაზმა, თენგიზ არშბამ. ჩემი პირობა იყო, რომ ეს სასტუმრო ფორმით მიმსგავსებულიყო სასტუმრო აფხაზეთს, სოხუმში. ახლანდელმა მთავრობამ საზეიმოდ გახსნა ეს სასტუმრო, რაც სულაც არ მწყინს. საწყენი ისაა, რომ ბოლო სამ წელიწადში არც-ერთი ასეთი პროექტი არ დაწყებულა, ხოლო ათეულობით მსგავსი და უფრო მასშტაბური პროექტიც მოკლეს. მაგალითად Trump Tower, Ibis და Swiss Hotel ბათუმში, 3 ახალი სასტუმრო ანაკლიაში და უამრავი სხვა...”, _აცახდებს საააკშვილი სოციალურ ქსელში.
ბათუმში ოთხვარსკვლავიანი სასტუმრო ”Colosseum Marina Hotel-ი ”აგვიტოში ოფიციალურად, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გახსნა.
ახალ ბულვარში მდებარე, სასტუმროს ფორმისა და დიზაინის გამო, ბათუმში ჩასული უცხოელი ტურისტები არჩევანს ”Colosseum Marina Hotel”-ზე აკეთებენ, რის გამოც სასტუმროს მენეჯმენტს სტუმრების მიღება ოფიციალურ გახსნამდე მოუხდა.
”Colosseum Marina”-ს მშენებლობაში ინვესტორმა - "მარი ჯგუფმა" (შემდგომში შპს ”MARINE COLISEUM”), რომლის 100 %-იანი წილის მფლობელი ინგა არშბაა, 14 მლნ დოლარამდე ინვესტიცია განახორციელა.
”Colosseum Marina Hotel”-ი 10 სართულიანია და 101 ნომერს მოიცავს. ნომრის ღირებულება კი ამ დროისათვის 100 დოლარიდან იწყება. აღსანიშნავია ისიც, რომ სასტუმროს ნომრების დაჯავშნა და შესაბამისი სერვისების ყიდვა Booking.com-ზე უკვე შესაძლებელია.
”Colosseum Marina Hotel”-ში 2 ღია და დახურულ აუზია. 2016 წლიდან კი სასტუმროში ფუქნციონირებას სამორონეც დაიწყებს.
შეგახსენებთ, რომ ინვესტორმა ბათუმში, ხიმშიაშვილის ქუჩის გასწვრივ მდებარე 2276 კვ/მ შენობა-ნაგებობა და მასზე დამაგრებული 8121 კვ/მ არასასოფლო-სამეურნეო დამიშნულების მიწის ნაკვეთი, პირდაპირი მიყიდვის ფორმით 2012 წელს, 1 ლარად შეიძინა. ადგილობრივ მთავრობასა და ინვესტორს შორის გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, "მარი ჯგუფმა" სასტუმროს მშენებლობა 2013 წლის 1 მარტამდე დაიწყო.