შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო აკადემიური თეატრი 137-ე სეზონს უილიამ შექსპირის პიესის მიხედვით დადგმული სპექტაკლით „იულიუს კეისარი“ 19 სექტემბერს გახსნის.
თეატრის პრესსამსახურის ინფორმაციით, „იულიუს კეისარი“ რობერტ სტურუამ და ნინო კანტიემ თარგმნეს. ერთმოქმედებიანი სპექტაკლის რეჟისორი რობერტ სტურუაა; მხატვარი მირიან შველიძე; კოსტიუმები ანა ნინუას ეკუთვნის; ქორეოგრაფი მარიამ ალექსიძეა; მუსიკალური გაფორმება ია საკანდელიძიეს ეკუთვნის.
სპექტაკლში მონაწილეობენ: ნინო არსენიშვილი, ზაზა ბარათაშვილი, ივანე გოგიტიძე, პაატა გულიაშვილი, ბესო ზანგური, ანდრია თავბერიძე, ზურა ინგოროყვა, კახა კუპატაძე, მამუკა ლორია, ქეთი სვანიძე, გაგი სვანიძე, ბექა სონღულაშვილი, დავით უფლისაშვილი, ზურა შარია, გეგა ჩხაიძე, ლევან ხურცია, ლაშა ჯუხარაშვილი
სპექტაკლის შესახებ: პომპეუსზე გამარჯვებულმა იულიუს კეისარმა გამეფება მოინდომა, მაგრამ რომის დემოკრატიული პრინციპებისათვის მიუღებელი აღმოჩნდა კეისრის სურვილი. რომაელი დიდებულები ერთი კაცის მმართველობას ვერ შეეგუებოდნენ. სწორედ ამიტომ სენატორებმა შეთქმულება მოაწყვეს და კაპიტოლიუმში სენატის სხდომის დროს საკუთარი ხელით მოკლეს კეისარი.