ინგლისის ნაკრების ყოფილი ლიდერი დევიდ ბექჰემი გაი რიჩმა ფილმში გადაიღო. ლეგენდარულმა ფეხბურთელმა მეფე არტურის გმირობების შესახებ გადაღებულ ფილმში მეორეხარისხოვანი როლი ითამაშა.
6 სერიანი სურათის პირველი ნაწილი ეკრანებზე 2016 წელს გამოვა. მასში მთავარ როლებს ცნობილი მსახიობები ჯუდ ლოუ, ერიკ ბანა, ანაბელ უოლისი, ქეთი მაქგრატი, პოპი დელევინი და ცარლი ჰანემი ასრულებენ.