ექსპერტი თორნიკე შარაშენიძე მიიჩნევს, რომ ევროპელი ლიდერები, საქართველოს შესახებ, სიმართლეს საუბრობენ და მიუთითებენ იმაზე, რაც რეალურად ქვეყანაში ხდება. ამის შესახებ შარაშენიძემ ,,ჯი-ეიჩ-ენთან” საუბარში, თბილისში მიმდინარე საერთაშორისო კონფერენციაზე, ევროპელი ლიდერების მიერ გაკეთებული განცხადებების შეფასებისას აღნიშნა.
,,თქვენ არ იცით ევროპელების გარეშე, რომ არაფორმალური მმართველობა ქვეყანაში? ევროპელები ამბობენ იმას რაც ხდება, სიმართლეს ლაპარაკობენ საქართველოზე', _აცხადებს შარაშენიძე.
კითხვაზე - რას უნდა ველოდოთ თბილისში გაკეთებული განცხადებების შემდეგ, საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე, შარაშენიძე აცხადებს:
,,ქვეყანაში მხოლოდ არაფორმალური მმართველობა რომ იყოს რაღა გვიჭირდა. სერიოზული პრობლემაა - ეკონომიური ჩამორჩენილობა. ასე არც ევროკავშირში, არც ნატოში არ მიგვიღებენ. ჯერ უნდა ავამუშავოთ ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება”, -აცხადებს შარაშენიძე.
ექსპერტის თქმით, იგი პოზიტიურ შედეგს არც ვარშავის სამიტზე ელოდება. ექსპერტი არ იზიარებს მოსაზრებას, რომ საქართველო ,,მაპის” გარეშე შეძლებს ალიანსში გაწევრიანებას.
შეგახსენებთ, რომ თბილისში მიმდინარე საერთაშორისო კონნფერნციაზე ევროპელი ლიდერები არაფორმალურ მმართველობასა და პოლიტიკური ოპონენტების დაპატიმრებებზე საუბრობენ.