ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ხვალ მაგისტრატურის კურსდამთავრებულთა გამოშვების საზეიმო ღონისძიება გაიმართება.
თსუ-ს ინფორმაციით, მაგისტრის წოდების მინიჭებას კურსდამთავრებულებს თსუ-ის რექტორი, აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ქეთევან ნატრიაშვილი, საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი, აკადემიური წრეების წარმომადგენლები მიულოცავენ.
საზეიმო ღონისძიების შემდეგ მუსიკალური ბენდი "Goofyland" კონცერტს გამართავს და მაგისტრატურის კურსდამთავრებულებისთვის ქართული და უცხოური ჰიტების ვარიაციებს დაუკრავს.
თსუ-ში 90 საგანმანათლებლო სამაგისტრო პროგრამა მოქმედებს. 2015 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგისტრატურა 800-მდე სტუდენტმა დაამთავრა.