შეიარაღებული კონფლიქტების მოგვარების საკითხში მედიის როლზე ხვალ, 5 მაისს, ისრაელის დედაქალაქ თელ-ავივში კონფერენცია იხსენება. აღნიშნულ კონფერენციაში მონაწილეობას საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი პაატა დავითაიაც მიიღებს. დავითაია ისრაელში დღეს დილით გაემგზავრა.
პარლამენტის ვიცე-სპიკერი კონფერენციაზე სიტყვით გამსვლას გეგმავს და ამ მიმართულებით საქართველოში რუსეთის მხრიდან მოწყობილ პროვოკაციებზე აპირებს საუბარს.
"გვექნება მოხსენება იმასთან დაკავშირებით, თუ რა ხდება კონფლიქტის ზონებში. ვაპირებ ვისაუბრო, თუ როგორ ხდება რუსული მედიის მხრიდან პროვოკაციები საქართველოს მიმართ. საუბარის გარკვეული სახის დაბრალებებზე და სხვა მსგავს პროვოკაციებზე", - განუცხადა ჟურნალისტებს პაატა დავითაიამ.
კონფერენცია თელ-ავივში 5-6 მაისს გაიმართება და მას რუსეთისა და ევროპის ყველა წამყვანი ტელევიზიის წარმომადგენელი დაესწრება. გავრცელებული ინფორმაციით, კონფერენციაზე ჩასვლას ცნობილი რუსი ჟურნალისტები - მიხეილ ლეონტიევი და მიხეილ გუსმანიც გეგმავენ.