საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრო "ალიანსი საქართველოსთვის" წევრ გოჩა გაბრიელაშვილ სიცრუეში ადანაშაულებს.'
"გოჩა გაბრიელაშვილი, რომელიც გახლავთ პოლიტიკური მოძრაობა '"ალიანსი-საქართველოსთვის"' წევრი და მაჟორიტარობის დეპუტატობის კანდიდატი, ფულადი კომპენსაციის მიღებას ითხოვს მაშინ, როცა მის მშობლებს 10 000 დოლარი კომპენსაციის სახით 2009 წელს უკვე მიღებული აქვთ, მისმა მეუღლემ და შვილებმა კი ცალკე კოტეჯი მიიღეს წეროვანში. ამას გარდა ბატონი გაბრიელაშვილი, რომელიც კომპენსაციის მოთხოვნით აქციებს მართავს, ომის პერიოდში თბილისში ცხოვრობდა და ახალგორში ომის შემდეგ 2008 წლის 24 სექტემბერს დარეგისტრირდა", - ნათქვამია სუბელიანის უწყების განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ გოჩა გაბრიელაშვილი "ალიანსის" რიგებიდან კენჭს მცხეთის რაიონში იყრის. ის კომპენსაციის მიღების მოთხოვნით აქციებს პერიოდულად მართავს.