7 სექტემბერს, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერიტეტის ორგანიზებით მესტიაში გიხსნება საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „კავკასიური ცივილიზაცია: ინტერდისციპლინური კვლევები“.
კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებენ კავკასიოლოგიის მიმართულების მეცნიერ-მკვლევრები საქართველოსა და უცხოეთის სხვადასხვა უნივერსიტტებიდან, საქართველოს მთავრობისა და პარლამენტის წევრები, მოწვეული სტუმრები.
კონფერენციიაში მონაწილე მეცნიერები წაიკითხავენ მოხსენებებს და განიხილავენ ამ მიმართულებით არსებულ სკითხებს.
ღონისძიების ორგანიზატორები არიან ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის არქეოლოგიის ინსტიტუტი და კავკასიოლოგიის ინსტიტუტი.
კონფერენციის მხარდამჭერები არიან საქართველოს პარლამენტი და მესტიის მუნიციპალიტეტიის გამგებლობა. კონფერენციაში მონაწილეობენ კავკასიოლოგები საერთაშორისო კავკასიოლოგიური სამეცნიერო ცენტრებიდან.
საერთაშორისო კონფერენცია 9 სექტემბრამდე გასტანს.