დღეს, 4 მაისს, 13:00 საათზე, საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტროში მინისტრი ნიკოლოზ რურუა და თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი გიორგი მარგველაშვილი შეხვდებიან მომავალ სტუდენტებს საინგილოს რეგიონიდან.
საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს ინიციატივით საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტში დაიწყო საინგილოს მიზნობირვი სპეცჯგუფის საკონსულტაციო შეხვედრები.
როგორც უცხო ქვეყნის მოქალაქეები, აბიტურიენტები არ გაივლიან ეროვნულ გამოცდებს, მათი ჩარიცხვა მოხდება უნივერსიტეტის შიდა ტურების წარმატებით გავლის შედეგად.
10-მდე საინგილოს მკვიდრი, 4 წლის განმავლობაში დაეუფლება დრამის რეჟისურისა და მსახიობის სპეცილობას, ასევე გაივლის თოჯინების თეატრის სასწავლო პროგრამას.
საინგილოს რეგიონიდან თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩასაბარებლად ასევე ემზადებიან მომავალი ლოტბარები და ქორეოგრაფები, რომლებიც გომარ სიხარულიძისა და ბიჭიკო ყურაშვილის ხელმძღვანელობით 4-წლიან საბაკალავრო პროგრამას დაეუფლებიან, რეგიონში კი უკვე ქართული განათლებით დაბრუნდებიან.