„ეტალონის“ 10 წლის იუბილესთან დაკავშირებით თბილისის სახელმწიფო საკონცერტო დარბაზში დაგეგმილ ღონისძებაში ა/ო „ადამიანი კანონი თავისუფლებას“ პროექტ „ახალგაზრდული საკრებულო 64 მუნიციპალიტეტში“ წევრები მიიღებენ მონაწილეობას. ღონისძიებას საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტში არსებული „ახალგაზრდული საკრებულოს“ 700-ზე მეტი დეპუტატი დაესწრება.
ღონისძიების ერთ-ერთი მთავარი მიზანი წარმატებული და განათლებული ახალგაზრდების მხარდაჭერაა. „ახალგაზრდული საკრებულოს“ არაერთი წევრი აქტიურობით გამოირჩევა და მათ მიერ მუნიციპალიტეტებში უამრავი მნიშვნელოვანი პროექტი ხორციელდება.
„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ამ გრანდიოზული ღონისძიების ორგანიზებაში მონაწილეობის მიღება. „ახალგაზრდული საკრებულოს“ წევრები ეროვნულ ზეიმს წარმატებული ახალგაზრდების სტატუსით დაესწრებიან. ეს კიდევ ერთხელ არის ხაზგასმა იმისა, რომ წარმატებულ ახალგაზრდებს ჩვენს ქვეყანაში აქვთ ისეთი მხარდაჭერა, როგორც არასდროს. გვეამაყება, რომ პროექტმა „ახალგაზრდული საკრებულო 64 მუნიციპალიტეტში“ 10 000-მდე განათლებული და მოტივაციით აღსავსე სკოლის მოსწავლე წარმოაჩინა. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ მათი უმრავლესობა უკვე სტუდენტია და 100%-იანი დაფინანსებაც მოიპოვეს. მინდა წარმატება ვუსურვო თითოეულ მათგანს ცხოვრების ახალ ეტაპზე და იმედი მაქვს, რომ ისეთივე წარმატებულები და ენერგიულები იქნებიან, როგორც პროექტის ფარგლებში იყვნენ“ - აცხადებს „ადამიანი კანონი თავისუფლებას“ თავმჯდომარე, გიორგი ჭულუხაძე.
გიორგი ჭულხაძის განცხადებით ისინი სიამოვნებით ჩაერთვებიან ყველა მნიშვნელოვან პროექტში, რომლის განხორციელებასაც „ეტალონის“ შემოქმედებითი ჯგუფი გეგმავს. ორგანიზაცია საკუთარი გეგმების შესახებ დეტალურად 6 სექტემბერს ისაუბრებს.
„ადამიანი კანონი თავისუფლებას“ წევრები მადლობას უხდიან პროექტის ავტორს, გოჩა ტყეშელაშვილს და მთლიან გუნდს მჭიდრო თანამშრომლობისთვის.