ვენეციის 72-ე საერთაშორისო კინოფესტივალი საზეიმო ვითარებაში გაიხსნა. კინოფორუმი ბალთაზარ კორმაკურის „ევერესტმა“ გახსნა.
ფილმი 1996 წელს ევერესტზე დატრიალებულ ტრაგედიაზე მოგვითხრობს, რასაც ალპინისტთა რამდენიმე ჯგუფი ემსხვერპლა.
ფილმის გადაღებები ნეპალში იტალიურმა სტუდიამ Cinecitta დააფინანსა. მასში მთავარ როლებს ჯოშ ბროლინი, ჯეიკ ჯილენჰოლი, კირა ნაითლი და რობინ რაითი ასრულებენ.