ხვალ, 4 მაისს, 15:00 საათზე, "რია ნოვოსტის" თბილისის საერთაშორისო პრესცენტრში გაიმართება მრგვალი მაგიდა თემაზე "რამდენად თავისუფალია "სიტყვა" საქართველოში?".
3 მაისს თავისუფალი პრესის საერთაშორისო დღეა. ეს დღე გაეროს გენერალური ასამბლეის მიერ 1993 წლის 21 დეკემბერსაა დამტკიცებული. ამ თარიღის დაწესებას წინ უსწრებდა ნამიბიის ქალაქ ვინდხუკში აფრიკელი ჟურნალისტების გამოსვლა 1991 წლის 3 მაისს დაგეგმილ სემინარზე, რომელიც აფრიკული დამოუკიდებელი პლურალისტური პრესის თავისუფლების საკითხებს ეძღვნებოდა. სემინარის მონაწილეებმა ვინდხუკის დეკლარაცია მიიღეს, რომელშიც მოუწოდეს მთავრობებს, უზრუნველეყოთ პრესის თავისუფლება და მისი დემოკრატიული ხასიათი. სწორედ ეს დოკუმენტი გახდა გაეროს გენერალური ასამბლეისთვის საფუძველი იმისა, რომ 3 მაისი მსოფლიო თავისუფალი პრესის დღედ გამოეცხადებინათ.
რამდენად თავისუფალია "სიტყვა" საქართველოში _ ამ თემის განხილვა იქნება მრგვალ მაგიდასთან.
დისკუსიაში მონაწილეობას მიიღებენ:
გოჩა მირცხულავა _ საინფორმაციო სააგენტო "ჯი-ეიჩ-ენის" გენერალური დირექტორი.
ბაია ცანავა _ სააგენტო "ინტერპრესნიუსის" მთავარი რედაქტორი
ზვიად ქორიძე _ მედიაექსპერტი, ჟურნალისტი
ლაშა ტუღუში _ გაზეთ "რეზონანსის" მთავარი რედაქტორი
პაატა ვეშაპიძე _ გაზეთ "24 საათის" მთავარი რედაქტორი
თამარ ჩიქოვანი _ ჟურნალისტი, ტელეკომპანია "მაესტრო"