შავი ზღვის ქუჩას დღეს პოლონეთის გარდაცვლილი პრეზიდენტის ლეხ კაჩინსკის სახელი ეწოდა.
შესაბამისი მემორიალური წარწერა ქუჩაზე უკვე გათებულია, ცერემონიას დედაქალაქის მერი გიგი უგულავა და პოლონეთის ელჩი საქართველოში ურშულა დოროშევსკა დაესწრნენ.
შავი ზღვის ქუჩისთვის ლეხ კაჩინსკის სახელის წოდების გადაწყვეტილება თბილისის საკრებულომ აპრილის ბოლოს მიიღო.
პოლონეთის პრეზიდენტი ლეხ კაჩინკი 10 აპრილს, სმოლენსკთან ავიაკასტროფის დროს დაიღუპა. კატასტროფის გამომწვევი ოფიციალური მიზეზები ჯერ ცნობილი არ არის.