საგარეჯოს მაჟორიტარი დეპუტატის სტატუსის მოსაპოვებლად თამარ ხიდაშელს ირმა ინაშვილი დაუპირისპირდება.
,,საქართველოს პატრიოტთა ალიანსის” ლიდერი ირმა ინაშვილი ერთადერთია, ვინც ამ დრომდე შუალედურ არჩევნებში მონაწილეობის სურვილს გამოთქვამს. იგი ამავე დროს დარწმუნებულია საკუთარ გამარჯვებაში.
,,ყველაფერი კარგად იქნება! მე დამაჯერებლად გავიმარჯვებ საგარეჯოში. რესპუბლიკელ დავით ბერძენიშვილს კი ვურჩევ,- ნუ გააიგივებს საკუთარ თავს „ქართულ ოცნებასთან“ და მითუმეტეს, ქართველების ოცნებასთან” - აცხადებს ინაშვილი.
შეგახსენებთ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა საგარეჯოში დაგეგმილი შუალედური არჩევნებისთვის "ქართული ოცნების" კანდიდატად თამარ ხიდაშელი წარადგინა.
საგარეჯოსა და მარტვილში საპარლამენტო შუალედური არჩევნები 31 ოქტომბერს დაინიშნა. საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციის ძირითადმა ნაწილმა აღნიშნულ არჩევნებს ბოიკოტი გამოუცხადა.