ზაზა ფაჩულიას "ატლანტა" აღმოსავლეთ კონფერენციის ნახევარფინალში გავიდა. "ატლანტამ" მეშვიდე გადამწყვეტი მატჩი „მილუოკის" 95:74 მოუგო. ამ გამარჯვებით ატლანტელები აღმოსავლეთ კონფერენციის ნახევარფინალში და მთლიანად ლიგის მეოთხედფინალში არიან. ქართველმა ცენტრმა ზაზა ფაჩულიამ 13 წუთში 7 ქულა, 6 მოხსნა და 2 დაფარება მიითვალა.
ატლანტელების მორიგი საპლეიოფო მეტოქე "ორლანდოა", რომელმაც თავის მხრივ 4:0 მოუგო სერია "შარლოტას" და ახალი ბრძოლისთვის მოსამზადებლად საკმაო დრო ჰქონდა. სერიის პირველი შეხვედრა ჩვენი დროით 5 მაისს, გამთენიისას გაიმართება.